суббота, 29 октября 2016 г.

გაკვეთილის გეგმა მუსიკაში

თემა: ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა-ჩემი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
მიზანი: მოზარდს გამოვუმუშაოთ მუსიკისადმი ინტერესი და სიყვარული.
გავამდიდროთ მისი მუსიკალური შთაბეჭდილება. დავეხმაროთ მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში. რაც მოსწავლეს ეხმარება ჩამოყალიბდეს კულტურულ მსმენელად.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
9.1:შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
9.2:ასრულებს ქართულ ხალხურ  და სხვა ხალხთა სიმღერებს.
9.8:მსჯელობს ხალხური სიმრერის მახასიათებელზე.
9.9:საუბრობს ხალხური სიმღერის სოციალურ დანიშნულებაზე.
რესურსი: შესასწავლი სიმღერა „ქალაქური მრავალჟამიერი“.მოსასმენი რეპერტუარი-ქართული ხალხური სასიმღერო და საცეკვაო მელოდიები.
აქტივობა1: (5-7წთ)
მოგზაურობას ვიწყებთ ქართული „ქალაქური მრავალჟამიერის“ მოსმენით.
აქტივობა2: (8-10წთ)
სიმღერის შესწვლა.
აქტივობა3: დისკუსია (10-15წთ)
იმსჯელონ ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე.მის სოციალურ დანიშნულებაზე.
და მაინც:რა თვისებებითაა ქართული მუსიკალური ფოლკლორი უნიკალური?ამის სიღრმისეული წვდომისთვის ინფირმაციის მოძიება და შესწავლა თქვენთვის მომინდია.
საშინა დავალება: კლასი იყოფა ჯგუფებად,გურია,ქართლი, კახეთი,სვანეთი...
დავალება თითოეულ ჯგუფს.
წარმოადგინონ კონკრეტული კუთხე იმ მახასიათებლების მიხედვით,რითაც გამოირჩევიან. იმსჯელონ კონკრეტული კუთხის  მუსიკალური კულტურის თავისებურებაზე.
მასწავლებელი თავის მხრივ შეარჩევს შესაბამის მუსიკალურ ნომრებს რათა ფონი შეუქმნას დაგეგმილ პრეზენტაციას.

Комментариев нет:

Отправить комментарий